პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება - „Merry Christmas,“ აუქციონზე 132 680 ევროდ გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 20:20 | 22.12.2021
ნანახია: 988

მსოფლიოში პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება - „Merry Christmas“ („შობას გილოცავ“), რომელიც ბრიტანული კომპანია Vodafone-ის დირექტორმა რიჩარდ ჯარვისმა 1992 წლის 3 დეკემბერს, 18:09 საათზე მიიღო, საფრანგეთში, Aguttes-ს აუქციონზე გაიყიდა. თითქმის 30 წლის შემდეგ Vodafone-მა ეს ისტორიული შეტყობინება 132 680 ევროდ გაყიდა.

ლოტი - NFT ციფრული საკუთრების სერთიფიკატის ფორმატში იყო წარმოდგენილი. ეს კრიპტოგრაფიული სერთიფიკატია, რომელიც აფიქსირებს ციფრული ობიექტის უნიკალურობას და ადასტურებს ამ სერთიფიკატის საკუთრების უფლებას. თითოეული NFT უნიკალურია და შეუძლებელია მისი გაყალბება ან გაცვლა.

ერთი კვირის წინ Christieʼs-ის აუქციონზე 750 ათას დოლარად გაიყიდა პირველი ჩანაწერი ვიკიპედიიდან - "Hello, World! " (“გამარჯობა, მსოფლიო“).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე