ვერტყვიჭალასთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 22.12.2021
ნანახია: 317

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა რვა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე