საჯარო სექტორში 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება

საქართველო, თბილისი - 13:49 | 22.12.2021
ნანახია: 312

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო სექტორში უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი.

"სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე