ისრაელი 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.12.2021
ნანახია: 416

ისრაელი 60 წლის ზემოთ მოსახლეობას და მედპერსონალს უახლოეს კვირებში ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. ახალი კამპანიის დაწყების გადაწყვეტილება პანდემიის მართვის ჯგუფმა სამშაბათს მიიღო.

ბენეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მეოთხე დოზა მესამეს მიღებიდან 4 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ისრაელის მოქალაქეები იყვნენ პირველები, ვინც კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს და პიონერები იქნებიან მეოთხე დოზის მიღების საკითხშიც“, - აღნიშნულია ბენეტის განცხადებაში. ის მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, აუცილებლად აიცრან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე