საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 22.12.2021
ნანახია: 319

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 221-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 739 პირს დაუდასტურდა, 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე