300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 23:44 | 21.12.2021
ნანახია: 340

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.

"არაძალოდობრივი, უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. ორჯერ უფრო რთულია შიმშილობა ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებით, როცა მასობრივი შიმშილობა იწყება. სია დგება. ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, უკვე 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება ამ პროტესტზე", - განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

ნიკამ მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გააკეთა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შიმშილობის დასაწყებად კარვები უკვე გაშალეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე