მოსწავლეები რეგიონებიდან და 3 წუთში შეცვლილი მომავალი
საქართველო, თბილისი - 18:48 | 20.12.2021 ნანახია: 681
ჩართე წეროვანი, ჩოხატაური, წყალტუბო ან პანკისი და დააკავშირე საქართველოს რეგიონები მსოფლიოსთან ინტერნეტის საშუალებით. პლატფორმა ,,ჩართე“ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების დასახმარებლად შეიქმნა. ვებ. გვერდზე წაიკითხავთ თინეიჯერების ისტორიებსა და მათ სურვილებს, - ზუსტად იციან რაში სჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტი, - ყველას კონკრეტული მიზანი აქვს.
წარმოიდგინე სიტუაცია, თითქოს ახალგაზრდების მომავლის, მათი ცხოვრების შეცვლა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ახლა "ჩართეს" პლატფორმა გახსენი და წამზომიც მოიმარჯვე. 3 წუთში თანხა ელენეს, ზურას, ვაჟას ან თეკლეს ანგარიშზე გადაირიცხება და მათი ყოველდღიურობაც იცვლება, - წარმოსახვაში კი არა, რეალურ დროსა და სივრცეში.
"ჩართე" 2017 წელს საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia-ს მიერ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 2 300-ზე მეტი ყოველთვიური მხარდამჭერი, ისინი არიან ფიზიკური პირები, ვინც საკუთარი სურვილით, მათთვის მისაღებ თანხას მოზარდებს ურიცხავენ. ამის გარდა, პერიოდულად გვიკავშირდებიან და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება მუშაობის პრინციპს, ჩავდივართ რეგიონებში და სკოლებისაგან გამოვითხოვთ სიას სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე", - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს" ოპერაციების მენეჯერი.
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მათ დასახმარებლად უკვე ასობით შემომწირველი "ჩართეს" გარშემო შემოიკრიბა. დიდი ხანია ჩართესთან თანამშრომლობს თეგეტა ჯგუფიც. ძალების გაერთიანებით ხომ უფრო მეტი ადამიანის გახარებაა შესაძლებელი. ამ მეგობრობას ახლა პლატფორმა tegeta.care შეემატა, რაც დახმარების მსურველებს საქმეს კიდევ უფრო უადვილებს, შედეგად კი სულ უფრო მეტი მოზარდი მსოფლიო ქსელში ერთვება. პროცედურა ამ შემთხვევაშიც მარტივია: ადვილად მიაგნებთ "ჩართეს" და შემდეგ სულ ოთხი ველის შევსებით დონაციას განახორციელებთ.
"თეგეტა" უკვე რამდენიმე წელია ჩართეს ერთგული მხარდამჭერია. იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, კომპანიამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მოსწავლის კომპიუტერი და ინტერნეტი დააფინანსა, სამეგრელოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კი თეგეტას მხარდაჭერით ერთ-ერთი პირველი ტრენინგებიც ჩავატარეთ მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებით. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდით თანამშრომლობის ასეთი ფორმით გაგრძელებასაც. ვფიქრობთ, ერთად კიდევ უფრო მეტ ახალგზარდას დავეხმარებით", - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს" ოპერაციების მენეჯერი.
დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდები ინტერნეტით სწავლობენ უცხო ენებს, უყურებენ ფილმებს, თვალს ადევნებენ მსოფლიო სიახლეებს, იჩენენ მეგობრებს და მუშაობენ დისტანციურად.
თუ გინდა, რომ უკეთესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს, ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















