რუსეთი მოითხოვს ნატო-მ აიღოს ვალდებულება, რომ უკრაინა არ გახდება ალიანსის წევრი
საქართველო, თბილისი - 18:58 | 17.12.2021 ნანახია: 607
რუსეთმა გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი. წინადადებების პაკეტი, რომელიც ვაშინგტონსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში როლს უზღუდავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პირველი დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას. ამის გარდა, მოსკოვი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს დამატებითი ჯარები და შეიარაღება იმ ქვეყნების მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისში, ნატო-ში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანებამდე იმყოფებოდნენ.
„სახელმწიფოებმა, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან, უარი უნდა თქვან უკრაინის, ტერიტორიაზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმიწფოებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების ჩატარებაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, მოსკოვი ალიანსისგან მოითხოვს არ განათავსოს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტები პოზიციებზე, საიდანაც ისინი სხვა ქვეყნის დარტყმას შეძლებენ, არ ჩაატაროს წვრთნები, ასევე სხვა მასობრივი მოქმედებები შეთანხმებულ სასაზღვრო ზოლში და რეგულარულად გაცვალოს ინფორმაციები სამხედრო წვრთნების შესახებ.
ამავდროულად, რუსეთი ალიანსს სთავაზობს დაადასტუროს, რომ მოსკოვი და ნატო ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და ვალდებული არიან მშვიდობიანად გადაჭრან კონფლიქტები და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებაზე.
მეორე დოკუმნტში მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.
კრემლმა ცოტა ხნით ადრეც მოითხოვა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიები, კერძოდ, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე უარის თქმა.
ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა უკრაინაში არსებული მდგომარებოს გამო. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული გადასროლის ფონზე, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებს.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















