მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ ​რეკონსილიაციის პარალელურად, მნიშვნელოვანია ხალხმრავალი მშვიდობიანი პროტესტი - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 17:21 | 17.12.2021
ნანახია: 402

იგი მიესალმება რეკონსილიაციის პროცესს, იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს - განაცხადა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ადვოკატმა მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა.

"იგი მიესალმება იმას, რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან აღიარებულ იქნა უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში ყველა მიმართულებით, მაგრამ რეკონსილიაციის პარალელურად, იგი მიიჩნევს რომ მნიშვნელოვანია ხალხმრავალი მშვიდობიანი პროტესტი. ამიტომ, ის თვლის რომ 21-ში ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და მშვიდობიანად დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნები. ის ამას მიიჩნევს სავსებით თავსებადად რეკონსილიაციის პროცესთან და პირიქით, თვლის, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს რეკონსილიაციის პროცესს და სწორ გადაწყვეტილებას საზოგადოების შერიგების თვალსაზრისით," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე