საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 17.12.2021
ნანახია: 311

საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 881, „პისიარ“-ტესტით – 18 056.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,21%, ბოლო 14 დღის – 7,26%, ბოლო შვიდი დღის – 6,76%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 904 181 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 852 560 გამოჯანმრთელდა, 12 971 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 361 557 აცრა, დღიურად აცრილია 10 505.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 798 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 107 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე