საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 17.12.2021
ნანახია: 284

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 971-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 979 პირს დაუდასტურდა, 3 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე