სტრასბურგის სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა
საქართველო, თბილისი - 18:27 | 16.12.2021 ნანახია: 8292021 წლის 16 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის", "იდენტობისა" და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივ საქმეებზე "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.
აღნიშნული საქმე შეეხებოდა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომჩივნები გეგმავდნენ მშვიდობიანი აქციის გამართვას, რომლის მიზანი იყო საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა საქართველოში ლგბტქი დისკრიმინაციის მიმართ.
2013 წლის 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ვერ შედგა, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ შეძლო აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რადიკალურად განწყობილი კონტრ-დემონსტრანტების ჯგუფის ქმედებები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე მომჩივანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ეფექტიანი ზომები ლგბტ ადამიანების დასაცავად კონტრდემონსტრანტებისგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯეროვნად იყო ინფორმირებული ამგვარი რისკის მოსალოდნელობის შესახებ. გარდა ამისა, მტკიცებულება, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურ წაქეზებას/შეთანხმებას განხორციელებულ ძალადობის აქტებთან დაკავშირებით.
სასამართლომ, ასევე, დაადასტურა, რომ განხორციელებული ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბზე ზეგავლენა მოახდინა ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელმაც ვერ ჩაატარა დროული და ობიექტური გამოძიება ლგბტ თემზე წარსულში განხორციელებული თავდასხმების თაობაზე და მიუთითა საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლომ დარღვევა 2015 წელს დაადგინა.
სახელმწიფოს მომჩივანთა სასარგებლოდ 193’500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.იმავდროულად, გადაწყვეტილება ითვალისწინებს მთელ რიგ ზოგად ზომებს, რომელთან დაკავშირებითაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები მომავალში კომუნიკაციას აწარმოებენ მინისტრთა კომიტეტთან, როგორც გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველ საერთაშორისო ორგანოსთან.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















