ოცნებები ზრუნვით სრულდება
საქართველო, თბილისი - 16:05 | 16.12.2021 ნანახია: 586
კახეთის ერთ პატარა ქალაქში - წნორში, წლების წინ ახალგაზრდების ჯგუფმა პატარა სოციალური საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, „ცოდნის კაფე“ დაარქვა და დიდ, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ მალევე აქცია. ბავშვების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ახალი ცოდნის მიღება თუ გამოცდილების გაზიარება „ცოდნის კაფეს“ მთავარი მისიაა. დაარსების დღიდან დონაციებით, მეგობრების გვერდში დგომით, თანამოაზრეებისა თუ კეთილი ადამიანების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით არსებობს. ამ ეტაპზე „ცოდნის კაფე“ თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფეს და არაფორმალური განათლების სივრცეს მოიცავს, რომლითაც რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს, თუმცა გეგმები და მიზნები ბევრად დიდი და მასშტაბურია. იმისთვის, რომ ყველა ქიზიყელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნაზე, ყველა მსურველმა შეძლოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება, როგორც ცოდის კაფეს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს "ცოდნის კაფე" ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ ერთიანი ძალებით ხორციელდება, - ამის მტკიცედ სჯერათ ცოდნის კაფეში, ამიტომაც სიამოვნებით მიიღეს თეგეტა ჰოლდინგის წინადადება და მათ კამპანიაშიც ჩერთნენ. სხვა ორგანიზაციებთან ერთად პლატფორმაზე tegeta.care "ცოდნის კაფესაც" იპოვით. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ზრუნვის კამპანიაში თქვენც ერთვებით. არა, უბრალოდ კი არ ერთვებით, არამედ თქვენი დონაციით და თანადგომით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით და აშენებთ საგანმანათლებლო ოაზისს - "ცოდნის კაფეს" და მოგვიანებით თქვენი სახელობის აგურსაც პოულობთ ცოდნის კაფეში.
კომპანია "თეგეტა ჰოლდინგმა" სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და სიკეთის გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასაერთიანებლად, მასშტაბური
საახალწლო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, tegeta.care რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ პროექტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობას აძლევს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე იზრუნოს - დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს ან ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მონაცემები, გამოცდილება, სტატუსი ან ფინანსური მდგომარეობა. ზრუნვა არც ზედმეტ თავისუფალ დროს, განსაკუთრებულ რესურსს და არც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
"tegeta.care არის ხიდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს განათლების მიღება და ვისაც აქვს შესაძლებლობა გაამარტივოს განათლებაზე წვდომა, თანხა ჩადოს და განავითაროს ეს მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიასთან ამ ტიპის ურთიერთობა, ძალიან კარგი გუნდია და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ უკვე „ცოდნის კაფეს“ ჭერქვეშ მეგობრობას", - ნანა ბაგალიშვილი, "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი
ჯადოსნური, ბრჭყვიალა და დადებითი ემოციებით სავსე თარიღი ახლოვდება... ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ბავშვებზე, მოხუცებზე, მიუსაფარ ცხოველებზე, იმისათვის რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















