საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 16.12.2021
ნანახია: 475

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 918-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 123 პირს დაუდასტურდა, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე