გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რითაც დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:04 | 14.12.2021
ნანახია: 394

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ. როგორც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჰოსპიტალში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ნაბიჯს გადადგამენ იმის დასადასტურებლად, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან, რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი წარმატება ამ გზაზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა 8 ფაქტი დარღვევის, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი ღირსების შემლახველი მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე