საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 14.12.2021
ნანახია: 367

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 894 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 840 985 გამოჯანმრთელდა, 12 826 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 324 131 აცრა, დღიურად აცრილია 10 948.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 999 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 151 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე