თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, შევიკრიბოთ ეკლესიაში - მეუფე იაკობი
საქართველო, თბილისი - 13:58 | 13.12.2021 ნანახია: 494
თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში, ქადაგებისას განაცხადა.
"კორონას კაცობრიობა და მათ შორის ქართველები კი ადვილად დავამარცხებთ, მაგრამ რა ჭირიც შიგნით გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავარამცხებთ თუ არ გავიაზრეთ რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ. ცოტა მძიმედ ვიტყვი: ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, დღეს ის დროა მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ. ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებს და აქ მაცხოვრებელ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის.
ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ, დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე, ვცდილობ რომ მხარედ არ გამოვჩნდე, ვიცი სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება ხოლმე დრო "ზოგჯერ თქმა სჯობს არა- თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო", შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ. დღეს მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა. ეკლესიაში იმიტომ მოვუწოდებ, მე გამიხარდა ცალკეულმა პარტიებმა, თუნდაც პრეზიდენტის გამოხმაურებამ თუ არა ეკლესიაში შანსი არ არის, ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით. ვიღაცებს უნდათ თავზე რაღაც მოახვიოს , მასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები თუ სხვა, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები, ვაღიაროთ ის შეცდომები, თუ დანაშაულებები, რაც ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.
იმედით ვარ აღსავსე, იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. მე ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის. იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან. სჯობია ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და რაც მთავარია ყველაში უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს. სინოდის უდიდესი ნაწილი პატრიარქიდან დაწყებული, თუნდაც იცით, მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში. რამდენი ხანია ჩუმად ვარ იმიტომ, რომ არ მინდა ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი, ეპისკოპოსი დღეს ან მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე. იმიტომ, რომ მე ვხედავ, რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი . წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის დავჭამოთ ერთმანეთი. ისინი მოსავალს ჭამენ ჩვენ კი ერთმანეთს ვჭამთ. რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია (პანდემიას ვგულისმობ) მსხვერპლი გვექნება , მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ ომში. სამწუხაროდ, ასეთი ომები, ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ხელოვნური არ არის. თან ვიცი, რასაც ვამბობ.
ეს ხელოვნურად გამოწვეული არ არის და როგორღაც უნდა დავაღწიოთ თავი. როგორღაც ქართველებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.
საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი , რომ ნაწყენი იყოს, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს. თორემ შეიძლება ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ" - ამბობს მეუფე იაკობი ქადაგებაში.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
- უკრაინა ევროკავშირისგან დაფინანსებას მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი 90 მილიარდი ევროს სესხს კვლავ დაბლოკავენ - Pоlitico
- უკრაინას ახლა აქვს „კარტები“ და ამას ყველა ხვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















