"მის სამყარო" ინდოეთის წარმომადგენელი გახდა | ფოტოები

საქართველო, თბილისი - 11:38 | 13.12.2021
ნანახია: 1116

სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "მის სამყარო 2021"-ის გამარჯვებული 21 წლის ინდოელი მოდელი ჰარნაზ სანდუ გახდა. ნათქვამია კონკურსის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ინდოეთის წარმომადგენლის გარდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და პარაგვაის წარმომადგენლები გავიდნენ.

სილამაზის კონკურსი წელს 70-ედ, ისრაელის საკურორტო ქალაქ ელიატში ჩატარდა.

წარსულში ჰარნაზ სანდუმდე მის სამყაროს ტიტული ორმა ინდოელმა მოიპოვა: 1994 წელს ბოლივუდის მსახიობებმა სუშმიტა სენმა და 2000 წელს ლარა დუტამ.

"მის სამყარო 2020"-ი, რომლის კონკურსი პანდემიის გამო 2021 წლის მაისში ჩატარდა, მექსიკელი ანდრეა მეზა გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე