საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 13.12.2021
ნანახია: 315

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 777-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 527 პირს დაუდასტურდა, 4 588 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე