ვინაა, ვისზეც საუბრობთ? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? - კახა კალაძე ერიკა ოლსონზე

საქართველო, თბილისი - 18:26 | 09.12.2021
ნანახია: 413

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის ვინ არის ერიკა ოლსონი და არც მის განცხადებას იცნობს.

კალაძეს ჟურნალისტებმა განუმარტეს, რომ ერიკა ოლსონი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა, რაზეც თბილისის მერმა თქვა, რომ ასეთი თანამდებობა თუ არსებობდა, არც იცოდა.

"ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ", - ამბობს კალაძე.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა.

"ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები", - თქვა ოსლონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე