საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 09.12.2021
ნანახია: 294

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 145 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.22%, ბოლო შვიდი დღის – 7.91%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 879 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 822 108 გამოჯანმრთელდა, 12 582 კი, გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე