საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 09.12.2021
ნანახია: 279

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 582-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 562 პირს დაუდასტურდა, 4 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე