მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას - ეკა ხერხეულიძე
საქართველო, თბილისი - 18:35 | 08.12.2021 ნანახია: 604
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მისი ვარაუდით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და უჭირს თავისუფლად გადაადგილება.
"მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა და სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს ისე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას. მას გული სწყდება, რადგან სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად. დასანანია, რომ სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე. ძალიან უნდა, დაესწროს. ის დააკვირდება საკუთარ შესაძლებლობებს დღის ბოლომდე. ამ ეტაპზე ვერ წავა, თუმცა როგორ შეიცვლება ეს მდგომარეობა საათების შემდეგ, არ ვიცი", - განაცხადა ხერხეულიძემ.
9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სხდომა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.
პოლიტიკა
- ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ალოგიკურია და კითხვის ნიშანს ბადებს აშშ-ის დისტანცირებული პოზიცია - ირაკლი კობახიძე
- ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას - ირაკლი კობახიძე
- „იმედი“ და POST TV ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ იყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
სამართალი
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
მსოფლიო
- აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია - დონალდ ტრამპი
- ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვენ, უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვას საგამოძიებო კომისია, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობას შეისწავლის
- დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტები წარუდგინეს - ABC News
- უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















