დღევანდელი პროკურატურა, ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა საქართველოში დაბრუნების გამო - ბექა ბასილაია

საქართველო, თბილისი - 14:06 | 07.12.2021
ნანახია: 362

დღევანდელი პროკურატურა დაწმუნებული ვარ საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა, - მიიჩნევს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ როდესაც ის იდევნება და მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური.

"დღევანდელი პროკურატურა, დაწმუნებული ვარ ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდიულ კაზიუსტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ბასიალაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე