ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის, ფიგურირებს რუსთავის მე-12 დაწესებულებისა და გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში - მარიამ ჯიშკარიანი

საქართველო, თბილისი - 18:11 | 04.12.2021
ნანახია: 699

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის და ალტერნატიული კონსილიუმის წევრის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს.

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება".

"არ მინდა დავასახელო რა პრეპარატზეა საუბარი. ეს არის ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. რა თქმა უნდა ეს პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ნებისმიერ შემთხვევაში საპატიმრო დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება, არის ასეთი მეთოდი. შესაბამისად უნდა გასცენ პასუხი რას ემსახურებოდა ეს", - ამბობს ჯიშკარიანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე