სოფელ ზეღდულეთში ადგილობრი მოსახლეობა მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 12:24 | 04.12.2021
ნანახია: 286

სოფელ ზეღდულეთში ადგილობრი მოსახლეობა მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ.

როგორც ცნობილია, სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე