საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 04.12.2021
ნანახია: 283

საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

ამასთან, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 482 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 510, „პისიარ“-ტესტით – 21 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,25%, ბოლო 14 დღის – 8,66%, ბოლო შვიდი დღის – 8,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 861 883 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 801 864 გამოჯანმრთელდა, 12 298 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 224 629 აცრა, დღიურად აცრილია 11 889.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 528 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 155 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე