ოკუპირებული აფხაზეთი 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 10:18 | 12.02.2016
ნანახია: 4582

ოკუპირებული აფხაზეთი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებლად არ აღიარებენ, 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განუცხადა. მისი თქმით, გამონაკლისი იქნება ის ქვეყნები, რომლებსაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული აქვთ ორმხრივი უვიზო შეთანხმება. სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩასულებსაც შეეხებათ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე