ბელარუსის მიერ ანექსირებული ყირიმის აღიარება ორმხრივ ურთიერთობას წერტილს დაუსვამს - დმიტრო კულება
საქართველო, თბილისი - 21:29 | 01.12.2021 ნანახია: 471
იმ შემთხვევაში თუ ბელარუსი ოფიციალურად აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება უკრაინასთან ურთიერთობას, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. „ბელარუსის მიერ ოკუპირებული ყირიმის პოტენციური აღიარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას წერტილს დაუსვამს“, - განუცხადა კულებამ რიგაში ჟურნალისტებს.
კულებამ პირობა დადო, რომ ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში, უკრაინა „იმოქმედებს შესაბამისად, რადგან ყირიმის საკითხი მისთვის „კომპორმისების ველი არ არის“. ამასთან, უკრაინელმა მინისტრმა ბელარუსს საფრთხის პოტენციური წყარო უწოდა. „ჩვენ უკვე გავანაწილეთ რესურსები ბელარუსთან ჩრდილოეთ საზღვარზე. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთის ფლანგი ქვეყნის თავდასაცავად“, - განაცხადა მან.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსულ სააგენტო „როსია სეგოდნიასთან“ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი „რუსული ტერიტორია“ გახდა მას შემდეგ, რაც ნახევარკუნულზე „რეფერენდუმი“ ჩატარდა.
„დე-ფაქტო ყირიმი - ეს რუსეთის ყირიმია. რეფერენდუმის შემდეგ დე იურე ყირიმი რუსეთის გახდა“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ყირიმში ჩასვლას აპირებს და რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკვე შეუთანხმდა, თუმცა ზუსტი ვადები ჯერ დადგენილი არ არის. ლუკაშენკას თქმით, „ყირიმში ჩასვლით ის აღიარებს, რომ ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენელი ნაწილია“.
2014 წლის 16 მარტს ყირიმში მოსკოვის ინიცირებით ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი „ყირიმის სტატუსის“ შესახებ, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის რეგიონის ანექსია მოახდინა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















