პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყაროში
საქართველო, თბილისი - 17:03 | 29.11.2021 ნანახია: 454
ბექა არჩვაძე, ერთ-ერთია იმ 11 სტუდენტიდან, "თეგეტა აკადემიის" პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ პირველ ნაკადში რომ მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.
პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება თეგეტას სერვის ცენტრებში. ბექამ ყველა ეს საფეხური გაიარა და ახლა თავადაც კომპანიის თანამშრომელია.
პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2019 წელს მიიღეს. მისი მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.
ბექა „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ სატრანსპორტო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 13 წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ამ საქმისთვის თავის დანებება მოუხდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემები სულ აინტერესებდა, დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით, უფრო სამოყვარულო დონეზე, გარკვეული ცოდნაც მიიღო, რაც შეეძლო, საკუთარ ავტომობილზე აკეთებდა.
„თუმცა, არავინ მყავდა, ვინც ამ სფეროში კარგად გამარკვევდა, სწორ მიმართულებას მომცემდა და მართლა მასწავლიდა რამეს“.
„თეგეტა აკადემიის“ ამ პროგრამაზე სოციალური ქსელით შეიტყო. თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საბუთების გაგზავნაზე ბევრი არც უფიქრია. გასაუბრების გავლის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდა და ასე დაეუფლა ახალ პროფესიას.
„თეორიული ნაწილის შემდეგ, პრაქტიკულ სწავლებაზე რომ გადავედით, უკვე შემეძლო მარტო მუშაობა, თუმცა, ჩემი მენტორი ყველაფერს ამოწმებდა და ზედამხედველობას მიწევდა“.
ამბობს, რომ ამ პროგრამაზე პროფესიისთვის საჭირო ცოდნა სწორად მიიღო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთია თეორიის სწავლა, მეორე კი - ამ ინფორმაციის სწორად გაანალიზება, ათვისება და შემდეგ, პრაქტიკაში სწორადვე გამოყენება.
„აქ სწორი ცოდნა და მიმართულება მომცეს. ასევე - მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება და გამოყენება მასწავლეს. დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული. ამ პროფესიას ძალიან დიდი შრომა, მუდმივად ცოდნის განახლება, აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების უნარი სჭირდება. თუმცა, მთავარი მაინც ამ ყველაფრის სურვილია“.
ახლა „თეგეტაში“ ყველანაირ ავტომობილზე მუშაობს, მისთვის შეზღუდვა, თითქმის, არ არსებობს. თუმცა, სულ განვითარებაზე და ახალი ცოდნის მიღებაზე ფიქრობს.
„მინდა, ისეთი დონის პროფესიონალი გავხდე, მუდმივად სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდე. ნაწილობრივ შეიძლება გარისკო კიდეც ჩვენს საქმეში, გარკვეულ წილად, ეს პროფესია რისკსაც მოითხოვს, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტიდან, შენ უნდა აირჩიო უფრო ოპტიმალური და პრაქტიკული“.
ბექას ამ პროფესიის გარდა ბევრი ინტერესი და ჰობი აქვს, მაგალითად, მთიდან ველოსიპედით ექსტრემალური დაშვება, ვარჯიში. ყველაფერს ერთნაირი მონდომებით ეკიდება და ცდილობს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი დეტალურად შეისწავლოს და სწორად აითვისოს. მისთვის ეს მთავარია.
წარმატებისთვის რა არის საჭირო-მეთქი რომ ვკითხე, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა:
„მიზანდასახულობა. ხელი არასოდეს, არაფერზე უნდა ჩაიქნიო. მცირე შეფერხებები, პატარ-პატარა „მარცხები“ ყველა პროფესიას ახლავს, მაგრამ დაუშვებელია, ამის გამო უკან დახევა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მგონია, რომ ყველა პროფესიაში, განსაკუთრებით კი ჩვენს საქმეში, აუცილებელია სწორად აზროვნება, ინფორმაციის სწორად მიღება შეგვეძლოს. შემდეგ კი ეს ყველაფერი დავამუშაოთ და პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ჩემთვის ეს არის პროფესიონალიზმი“.
"თეგეტა აკადემია" თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა. მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.
პოლიტიკა
- ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს - ჯო უილსონი
- საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის ვიმუშავებთ - რუსი დიპლომატი
- თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, რომ ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ - გრიგორი კარასინი
- იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება