საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 29.11.2021
ნანახია: 319

საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 477 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 068 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 613, „პისიარ“ ტესტით – 7 455.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო შვიდი დღის – 9,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 840 593 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 783 987 გამოჯანმრთელდა, 11 974 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 155 561 აცრა, დღიურად აცრილია 2 479.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 533 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 150 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე