ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 29.11.2021
ნანახია: 315

ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, ტყიბულში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე