ბარათაშვილის ხიდის მიდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:35 | 11.02.2016
ნანახია: 1555

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავაჭრო ობიექტის მფლობელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე