"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 25.11.2021
ნანახია: 373

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.

პოლიცია აქტივისტებს შენობის წინ დადგომის უფლებას არ აძლევს და ეუბნება, რომ აქციის ჩატარება გვერდითა მხარეს შეუძლიათ. პოლიციას ოფისის წინა მხარე გადაკეტილი აქვს.

გუშინ, 24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე