გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:40 | 24.11.2021
ნანახია: 415

გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს.  უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  გამომძიებლები ციხის პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, გრეგორენკოს ბოლოს სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 342 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე