გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

საქართველო, თბილისი - 12:41 | 23.11.2021
ნანახია: 301

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძ₾იათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.

სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე