საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 21.11.2021
ნანახია: 333

საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 361 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – , „პისიარ“ ტესტით – 14 585.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 9,77 %, ბოლო 14 დღის – 9,31%, ბოლო შვიდი დღის – 9,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 812 246 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 749 699 გამოჯანმრთელდა, 11 498 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 605 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 157 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე