გერმანიაში ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 11.02.2016
ნანახია: 2140

ბერლინალეს 66-ე კინოფესტივალი ჯოელ და ითან კოენების ახალი ფილმით ”გაუმარჯოს ცეზარს” გაიხსნება.

ძმებ კოენების ახალ ფილმში მოქმედება ჰოლივუდში 50-იან წლებში ვითარდება. სურათში მთავარი როლები ჯორჯ ქლუნმა, ჯოშ ბროლინმა და სკარლეტ იოჰანსონმა შესრულეს.

წელს ჟიურის თავმჯდომარედ ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპია მიწვეული.

კონკურსში 18 ფილმი მონაწილეობს.

ბერლინალე 21 თებერვლამდე გასტანს. პრიზების მფლობელები 20 თებერვალს საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გახდება ცნობილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე