ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 11.02.2016
ნანახია: 1572

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი კუპრაშვილი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი მოსთხოვა ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის, 10 000 ლარის აღების ფაქტზე. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 6 - დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე