მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი სათანადო საავადმყოფოში - უკრაინის სახალხო დამცველი

საქართველო, თბილისი - 12:04 | 19.11.2021
ნანახია: 327

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნები და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს.

მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ, მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება". – ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი [ფორმულას თარგმანი].




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე