საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.11.2021
ნანახია: 259

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 352-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 278 პირს დაუდასტურდა, 4 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე