მიხეილ სააკაშვილის ამ ეპიზოდმა დაგვანახა, რომ პროცესი დიდი რისკის ზონაში შევიდა - გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 22:28 | 18.11.2021
ნანახია: 324

მიხეილ სააკაშვილის ამ ეპიზოდმა დაგვანახა, რომ პროცესი დიდი რისკის ზონაში შევიდა. თუ უახლოეს დროში, 24 საათის განმავლობაში არ მოხდა გადაყვანა, შესაძლოა განმეორდეს, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"დღევანდელმა გვაჩვენა, რომ ყველა ის პროგნოზი რაც აქამდე კეთდებოდა, კომპეტენტური ადამიანების, ექიმების, გულშემატკივრებისა და მათ მხრიდან, ვისაც ესმის, რომ [შიმშილობიდან] 48 დღის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ბევრი რამ ცუდისკენ იცვლება.

მიხეილ სააკაშვილის ამ ეპიზოდმა დაგვანახა, რომ პროცესი დიდი რისკის ზონაში შევიდა. თუ უახლოეს დროში, 24 საათის განმავლობაში არ მოხდა გადაყვანა, შესაძლოა განმეორდეს. შემდეგ როგორი გამოსავალი ექნება ასე დასუსტებულ ორგანიზმს ამ ყველაფრისგან რთული სათქმელია და არ არსებობს მედიკოსი, რომელიც ამის ზუსტ პროგნოზს გააკეთებს", – ამბობს გიგი წერეთელი.

მისი თქმით, გაუგებარია ხელისუფლების ხისტი პოზიცია, რომელიც აღრმავებს მძიმე მდგომარეობას.

"ხელისუფლებას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ეს სიჯიუტე, გაუგებარი სიხისტე და ხშირად თავხედური განცხადებები უფრო აღრმავებს ქვეყნის მძიმე მდგომარეობას", – ამბობს წერეთელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე