სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ - რეანიმატოლოგი

საქართველო, თბილისი - 21:31 | 18.11.2021
ნანახია: 318

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მას დამატებითი კვლევები უტარდება.

"ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება მონიტორინგი, ყველაფრის მონიტორინგი, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, რადგან მისი მდგომარეობა იმ წუთას მკვეთრად დამძიმდა. ამდენი ხნის შიმშილი, პრობლემები - ეს უამრავ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში", - ამბობს რეანიმატოლოგი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე