უცხოური მედია: რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 11.02.2016
ნანახია: 2007

რუსეთი სირიაში 1 მარტიდან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ Reuters-ი თვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ შეშფოთებულია რუსეთის წინადადების რამდენიმე პუნქტით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკაშირებით შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას მოსკოვის შესაძლო წინადადებისა და სირიაში ცეხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული კონკრეტული ვადების შესახებ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე