ბაჩუკი ქარდავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 21:17 | 18.11.2021
ნანახია: 322

დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ის კვლავ ითხოვს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

ბაჩუკი ქარდავამ საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობა 9 დეპუტატთან ერთად 14 ნოემბერს გამოაცხადა.

მანამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და გონება დაკარგა.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ციხის რეანიმატოლოგის განცხადებით ამჟამად სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე