მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 20:09 | 18.11.2021
ნანახია: 373

მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა, - ამბობს ნიკა გვარამია.

მანამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე