მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური სამსახური

საქართველო, თბილისი - 19:46 | 18.11.2021
ნანახია: 313

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათივე ცნობით, ცოტა ხანში მედიისთვის კომენტარს ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის. მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში მისი ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ის მოსხლეტით წაიქცა და საკაცით გაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე