საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 18.11.2021
ნანახია: 263

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 289-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 446 პირს დაუდასტურდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე