საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 18.11.2021
ნანახია: 271

საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 072, „პისიარ“ ტესტით – 18 954.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,89%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო შვიდი დღის – 9,05%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 800 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 737 316 გამოჯანმრთელდა, 11 289 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 074 270 აცრა, დღიურად აცრილია 7 307.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 505 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 170 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე