საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 17.11.2021
ნანახია: 256

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 212-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 732 პირს დაუდასტურდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე